თეგი: ალექსანდრე ვინიკოვი

NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების სიხშირე გაიზრდება

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად, პირდაპირ არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ვინიკოვის განცხადებით, NATO გააგრძელებს მუშაობს NATO-ს საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება. „როგორც იცით, გასულ კვირას NATO-ს ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ მადრიდში, სამიტზე, სადაც მიიღეს შორსმიმავალი გადაწყვეტილებები NATO-ს მომავლისთვის. ეს სამიტი გახლდათ გარდაქმნის სამიტი. მოკავშირეებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილებები, რომ ალიანსის ადაპტაციასა და განმტკიცებას მოახდენენ უფრო სახიფათო და კონკურენტულ სამყაროში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა, რუსეთი და ჩინეთი გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება, ექვს კატეგორიად დაიყოს. პირველი გახლავთ შეთანხმება მოკავშირეებს შორის, რომ NATO მოახდენს ფუნდამენტურ ცვლილებას შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, რასაც საფუძვლად დაედება თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა, ტვირთის გაზიარება და ერთობლივი დაფინანსება. მეორე -  მოკავშირეებმა მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი, რომ ისინი შეუერთდნენ ალიანსს. ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება კარგი იქნება როგორც ამ ქვეყნებისთვის, ალიანსისთვის და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოებისთვის. ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ბრიუსელში დღეს მოაწერენ ხელს. მესამე - ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხანგრძლივად დაეხმარებიან უკრაინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უპირატესობა რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესიის წინაშე. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მეოთხე - NATO-ს ლიდერებმა წარადგინეს NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ადგენს ალიანსის მთავარ პრიორიტეტებს, მთავარ ამოცანებსა და მიდგომებს შემდეგი ათწლეულისთვის. მათ შორის, ეს ეხება რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებს, ასევე - სხვა ასიმეტრიულ საფრთხეებს, როგორიცაა, ჰიბრიდული, კიბერსაფრთხეები, ტერორიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ. მეხუთე – მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან და ჩამოაყალიბონ ახალი ინოვაციური ფონდი, რაც დაეხმარება NATO-ს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. მეექვსე – NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომლებიც მათ სამიტზე შეუერთდნენ. ცხადია, ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი არის საქართველო, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის სამიტის მეორე სესიას დაესწრო. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის რამდენიმე ზომას, ჩვენ მათ პარტნიორებზე მორგებულ ზომებს ვუწოდებთ. საქართველო კი, მოგეხსენებათ, არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად, პირდაპირ არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ეს ზომები გამოხატავს საქართველოს მიმართ NATO-ს მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი, მისი სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, გამოხატავს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი ერთგულებას, რომელიც საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანებას ეხება. სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს, ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, მათ შორის საქართველოსი, არის გადაჯაჭვული NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან. ეს კონცეფცია ასევე ადასტურებს NATO-ს მოკავშირეების ერთგულებას ალიანსის ღია კარი პოლიტიკისადმი და ასევე, ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველოზე მორგებული ზომების პაკეტი აძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. „ეს ახალი პაკეტი შექმნილია საქართველოს შესაძლებლობების გასაზრდელად და ასევე, მისი მედეგობის გასაძლიერებლად. მათ შორის, საქართველოს მონაწილეობის გაზრდით NATO-ს კიბერწვრთნებში, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს NATO-ს საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს მიმართ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება. მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზისების მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა. ჩვენ ასევე განვიხილავთ რამდენიმე ახალი სფეროს დამატებას პაკეტში. ჩვენ გავზრდით ჩვენი წვრთნების სიხშირეს და შევეცდებით მათ ჩატარებას არა სამ, არამედ, ორ წელიწადში ერთხელ. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, მათ შორის, ევროკავშირთან. NATO ასევე გეგმავს, სამეკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის გამოგზავნას.ჩვენ გვაქვს სტრუქტურები, როგორიცაა, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი კრწანისში, რომელიც შეიძლება, გაძლიერდეს. მომავალ თვეებში, ჩვენი ოფისი მჭიდროდ იმუშავებს ქართველ კოლეგებთან, რათა მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები გარდაიქმნას უფრო დეტალურ გეგმაში, თავისი მიზნებითა და ვადებით“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტებს ველოდებით

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართევლოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. ალექსანდრე ვინიკოვის შეფასებით, საქართველოსა და NATO-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი „როგორც ნახეთ ბოლო თვეებში, ჩვენი, საქართველოსა და NATO-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა, მეტიც, საქართველოში შედგა NATO-ს დელეგაციის სამი მაღალი დონის ვიზიტი თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად. ასევე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვიზიტი ბრიუსელში არაერთხელ, რათა ისინი შეხვედროდნენ კოლეგებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვის წინ შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს.  ეს დიალოგი არის მტკიცე და გაგრძელდება. ჯერ კონკრეტული ვიზიტების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის ამ წლის მეორე ნახევრისთვის, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, დეტალები ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან

ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, NATO-ს სურვილია, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს

NATO საქართველოსგან რეფორმების განხორციელების ტემპის აღდგენას ელის. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველო ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. „მე ვფიქრობ, საქართველო უნდა მოემზადოს და ახლა ყურადღება გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. ზოგიერთი მიმართულებით, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, იმპულსის შენელება დავინახეთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ეს საკითხი გადაჭრას და აღადგინოს რეფორმების განხორციელების იმპულსი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით, ასევე - სასამართლო და შემდგომი საარჩევნო რეფორმების მიმართულებით. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მოკავშირეებმაც ხაზგასმით ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც მათ რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელების ხილვა სურთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი, ტერიტორიული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების სიხშირე გაიზრდება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტებს ველოდებით

ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებს ქვეყნის გაწევრიანებას, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. ამის შესახებ ვინიკოვმა NATO-ს სამიტის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტებმა ვინიკოვს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასება სთხოვეს. „იმისათვის, რომ NATO-მ ქვეყანა მიიწვიოს გასაწევრიანებლად, როგორც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, ორი რამ არის მთავარი: პირველი - ქვეყანა უნდა იყოს მზად, დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები, და ეს მოთხოვნები სცილდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს, რადგან NATO-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არამხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ქვეყანა უნდა იყოს მზად. მეორე ელემენტია, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე იღებს, რადგან მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ქვეყანა განამტკიცებს ალიანსის უსაფრთხოებას.   ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან „მე ვფიქრობ, საქართველო უნდა მოემზადოს და ახლა ყურადღება გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. ზოგიერთი მიმართულებით, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, იმპულსის შენელება დავინახეთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ეს საკითხი გადაჭრას და აღადგინოს რეფორმების განხორციელების იმპულსი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით, ასევე - სასამართლო და შემდგომი საარჩევნო რეფორმების მიმართულებით. მოკავშირეებმაც ხაზგასმით ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც მათ რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელების ხილვა სურთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი, ტერიტორიული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივნისს, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა: „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება“. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი

ალექსანდრე ვინიკოვი: NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე განხორციელების პროცესშია

Europetime-თან ინტერვიუში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი შეაჯამებს 2022 წლის აქტუალურ ასპექტებს NATO-საქართველოს ურთიერთობებში. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება და სხვა აქტუალური საკითხები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, ალექსანდრ ვინიკოვთან ვიდეოინტერვიუს ფოკუსშია, რომელსაც Europetime სრულად მალე შემოგთავაზებთ. „მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იმ პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად მივიჩნევთ, რომ რუსეთის შემდგომი საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის კონტექსტში. საქართველო ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია. მოკავშირეთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე განხორციელების პროცესშია. გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში ბოლო შეხვედრაზე (29-30 ნოემბერი) კვლავ დააფიქსირეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე ვალდებულებას ღია კარის პოლიტიკისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკავშირეებმა მიიღეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე. განცხადება ასევე ადასტურებს ერთგულებას ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოს მისწრაფებები ასევე აისახა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში (NATO-ს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ), რომელიც მადრიდის სამიტზე იყო მიღებული“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს

„საქართველომ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს“, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. „როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხს. როდესაც საქმე ეხება თავდაცვის ძალებს და უფრო ფართო ჭრილში, უსაფრთხოების სექტორს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა NATO-ს წევრი ქვეყნების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში. სხვა ძირითადი სფეროები, სადაც მოკავშირეებს სურთ პროგრესის ნახვა, სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და მედიის თავისუფლებას მოიცავს. პროგრესს ყველა ამ სფეროში დიდად შეუწყობდა ხელს ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ“, - განუცხადა Europetime-ს ალექსანდრე ვინიკოვმა.

ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი

ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამიყენოს. - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. „ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ“, - განუცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა Europetime-ს. 

NATO მოუწოდებს საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი

„მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის“, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ.

ალექსანდრე ვინიკოვი: ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, ალექსანდრე ვინიკოვთან. NATO საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს - ამბობს Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი. ასახელებს სფეროებს, სადაც მოკავშირეებს საქართველოს მხრიდან პროგრესის ხილვა სურთ. ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციისა და NATO-ს რეკომენდაციების თანხვედრაზე და ამბობს, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ვრცელი ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ მოსალოდნელ ვიზიტზე, გაიგებთ, რა მისიით ეწვია საქართველოს NATO-ს შემფასებელთა ჯგუფი და რა დოკუმენტს წარუდგენს ალიანსი საქართველოს მთავრობას მომავალ წელს. ET: NATO-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ალიანსის მხარდაჭერის გამოყენების კუთხით მიაღწია? ალექსანდრე ვინიკოვი: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა. ეს თანამშრომლობა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს საჭირო რეფორმები და მის მიზანს, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას გულისხმობს. საქართველომ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს. ET: უფრო კონკრეტულად, თქვენი შეფასებით, რა მიმართულებით არის საჭირო ყურადღების გამახვილება? ალექსანდრე ვინიკოვი: როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხს. როდესაც საქმე ეხება თავდაცვის ძალებს და უფრო ფართო ჭრილში, უსაფრთხოების სექტორს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა NATO-ს წევრი ქვეყნების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში. სხვა ძირითადი სფეროები, სადაც მოკავშირეებს სურთ პროგრესის ნახვა, სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და მედიის თავისუფლებას მოიცავს. პროგრესს ყველა ამ სფეროში დიდად შეუწყობდა ხელს ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ. ET: NATO-მ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე გააძლიერა პარტნიორების მხარდაჭერა. მადრიდის სამიტზე მიღებული პაკეტის შემდეგ, რაც საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას გულისხმობს, ალიანსი პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ხშირად საუბრობს. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ბუქარესტის შეხვედრა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი უფრო დაჩქარდა, ვიდრე ეს ადრე, თუნდაც ომამდე იყო გათვალისწინებული.  ალექსანდრე ვინიკოვი: მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იმ პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვთვლით, რომ რუსეთის შემდგომი საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია. მოკავშირეთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე ხორციელდება. გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში, ბოლო შეხვედრაზე (29-30 ნოემბერი) გაიმეორეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი, კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკავშირეებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს და ადასტურებს ერთგულებას ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ასევე აისახა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში (NATO-ს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ), რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო მომავალში NATO-ს წევრი გახდება. ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს, რადგან NATO-ში მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვითი ძალები არ შედიან, ალიანსში მთელი ქვეყანა წევრიანდება. ამიტომ არის აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება. განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეფორმები კანონის უზენაესობის, საარჩევნო რეფორმებისა და მედიის თავისუფლების სფეროში, ასევე, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის შემდგომი ტრანსფორმაცია. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გადაჭრან ეს პრიორიტეტები. საქართველოს აქვს NATO-სთან დაახლოების მთავარი ინსტრუმენტი - ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. შეფასების ჯგუფი ცოტა ხნის წინ ეწვია თბილისს, ჩაატარა შეხვედრების ფართო სპექტრი ქართველ კოლეგებთან და ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობას შეფასებას მომავალი წლის დასაწყისში გავუზიარებთ. დოკუმენტი ქვეყნის ამბიციური ევროატლანტიკური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით, კონსოლიდირებულ შეფასებასა და რჩევებს მოიცავს. NATO აგრძელებს ძალიან მჭიდრო პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა მადრიდის სამიტზე კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა ამ გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესში ვართ. არსებული გარემოს გათვალისწინებით, NATO საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს. რუსეთის სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, მხარდაჭერა გავაძლიერეთ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის შემდგომი ზეწოლის რისკის ქვეშ არიან და საქართველო ამ პარტნიორთა შორისაა. ბუქარესტის შეხვედრას რომ დავუბრუნდე, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მასში საქართველოს საგარეო მინისტრიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთ მინისტრებმა NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე ერთგულება კვლავ დაადასტურეს - ეს მოიცავს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეეხება.   ET: თქვენ ხაზი გაუსვით რეფორმების მნიშვნელობას საქართველოსთვის. რა არის ის ფუნდამენტური საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მომავალში შეიძლება, საფუძველი გახდეს NATO-ში ინტეგრაციისთვის. ალექსანდრე ვინიკოვი: ყველა ქვეყანას, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან და წევრობისთვის ემზადებიან, რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება სჭირდება. ეს მხოლოდ თავდაცვის სფეროს არ ეხება. NATO ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსია და ჩვენ ველით, რომ ამ ღირებულებებს გაიზიარებენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ალიანსში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ. ეს თავისთავად გულისხმობს სრულად ფუნქციონირებად დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობებს, საქართველოს შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ავღანეთში, NATO-ს მისიაში მონაწილეობით, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საფუძველია NATO-ში საქართველოს შემდგომი გაწევრიანების გზაზე. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუტი ალიანსის პრინციპებთან მოდიოდეს შესაბამისობაში. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს. ET: 10-11 ნოემბერს, NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. უფრო მეტი რომ გვითხრათ ამ ვიზიტზე და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ხომ არ იყო მიღებული? ალექსანდრე ვინიკოვი: NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC-ის) დელეგაციის წევრები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ საქართველოში ვიზიტით. ეს NATO-ს მთავარი კომიტეტია, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობებს ზედამხედველობს. სხვადასხვა საკვანძო ინსტიტუციასთან შეხვედრების ფართო სპექტრის შემდეგ, (თავდაცვის სამინისტრო, შსს, უშიშროების საბჭო, სსსგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, სახალხო დამცველის აპარატი), (ასევე, საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება), დელეგაციას საშუალება მიეცა, არსებული ვითარების შესახებ სრული წარმოდგენა შექმნოდა. დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოძისის ე.წ. ადმინისტრაციული ხაზი. NATO-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყველა დისკუსიის განუყოფელი ნაწილი იყო. ასევე ფართოდ განიხილებოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და შავი ზღვის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები შეიძლება, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მნიშვნელობაზე, ყველა თანამოსაუბრე ერთხმად შეთანხმდა. ეს ვიზიტი გახლდათ იმ პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მადრიდის სამიტზე, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით გამოიხატა. ველით, რომ მჭიდრო და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი მომავალ წელსაც ძალიან აქტიურად გაგრძელდება... ET: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა კოორდინირებული, ერთიანი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ და ხომ არ განიხილავენ ხსენებულ საკითხს აშშ და NATO. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და მიუღებელი ანექსიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, მათ შორის მეტი გემის, თვითმფრინავის ყოფნით. მეტი ინფორმაციის გაზიარებით, ასევე, მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განთავსებით რუმინეთში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ გავაძლიერეთ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, 40 000 ჯარისკაცით, რომლებიც NATO-ს მეთაურობის ქვეშ იმყოფებიან; ასევე, ასობით გემითა და თვითმფრინავით და 8 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ბალტიიდან შავ ზღვამდე. 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცებული NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია აღიარებს, რომ შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაა არამხოლოდ NATO-ს სანაპირო ქვეყნებისთვის (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი), არამედ მთლიანად ალიანსისთვის. ეს NATO-ს ისტორიაში პირველად მოხდა. NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის ორ სხვა ქვეყანასთან, ორ ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ჩვენ ეს გავაკეთეთ მანამდე, ვიდრე რუსეთი დაიწყებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ეს გულისხმობს ევროატლანტიკური მისწრაფებების განგძრობად მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღუდგნენ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მესამე მხარის მავნე ჩარევის წინააღმდეგ მედეგობა გაზარდონ. ET: NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. თქვენ ცოტა ხნის წინ, ვიზიტით იმყოფებოდით ხსენებულ ქვეყნებში, რას გვეტყოდით მის მთავარ მიზნებსა და შედეგებზე? ალექსანდრე ვინიკოვი: NATO აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. წელს, ერევანსა და ბაქოში, რამდენიმე ვიზიტი მქონდა, რათა ორივე პარტნიორთან, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა წინ წაგვეწია. სულ ახლახან, ოქტომბერში ვიმყოფებოდი სომხეთში და მქონდა შეხვედრები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველთან, (ომბუდსმენი). შეხვედრებზე განვიხილეთ NATO-სომხეთის ურთიერთობები და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ნოემბერში, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ერთად, ბაქოს ვესტუმრეთ. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ NATO-აზერბაიჯანის დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებსაც („ქალები მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“) მივმართე. შევხვდი NATO-ს რეზიდენტ ელჩებს და ბაქოში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებს. რაც შეეხება სამხედრო სფეროს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი აბიდინოღლუ მონაწილეობდა სამხედრო მიმართულებით NATO-ს ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში - „NATO-ს დღეები“, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტთან, სახმელეთო და საზღვაო ძალების (OCC) ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას მოიცავდა. ჩემი მანდატის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეგულარულ სამუშაო ვიზიტებს გავაგრძელებ. ასევე გავაგრძელებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მაღალი დონის ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც ორჯერ იმყოფებოდა უკვე საქართველოში და ველით, რომ რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში, მათ შორის მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.  საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ.

NATO: მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. საერთო მიზნისკენ ერთად მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“. ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან აცხადებს. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, მიუხედავად უზარმაზარი სირთულისა, რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულმა და სასტიკმა შეჭრამ გამოიწვია, წელს, NATO-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება გაგრძელდა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა გასული წელი Europetime-თან შეაჯამა და მომავალი წლის მოლოდინებზე ისაუბრა. „რეგულარული მაღალი დონის ვიზიტები, გაძლიერებული მხარდაჭერა და სხვადასხვა სფეროში მუდმივი მჭიდრო თანამშრომლობა (მათ შორის, NATO-საქართველოს წვრთნები) 2022 წლის მთავარ მოვლენათა შორის იყო. ივნისში, NATO-ს მადრიდის ისტორიულ სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს. ისინი შეთანხმდნენ ახალ, მორგებულ მხარდაჭერაზე, რათა გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები და მედეგობა, საფრთხეებისა და მავნე ჩარევის წინააღმდეგ. წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, მთავრობასა და ოპოზიციაში, გამოიყენონ შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა, რათა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება განაახლონ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ. ახალ წელს იმედით ვხვდებით, ჩვენი ფიქრები ყველასთანაა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალდა. ამ ომმა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა და გავლენა მოახდინა ეკონომიკასა და ხალხზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისების გამო. დაე, ახალმა წელმა ეს ტანჯვა დაასრულოს და თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვება უზრუნველყოს. და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს მთავრობაში, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად, საქართველოს ხალხს სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისთვის, რომელიც თბილისში, ამ წლის დასაწყისში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გამოიჩინეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: დაე, 2023 წელს თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა გასული წელი Europetime-თან შეაჯამა და საქართველოს ახალი წელი მიულოცა. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, მიუხედავად უზარმაზარი სირთულისა, რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულმა და სასტიკმა შეჭრამ გამოიწვია, წელს, NATO-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება გაგრძელდა. „რეგულარული მაღალი დონის ვიზიტები, გაძლიერებული მხარდაჭერა და სხვადასხვა სფეროში მუდმივი მჭიდრო თანამშრომლობა (მათ შორის, NATO-საქართველოს წვრთნები) 2022 წლის მთავარ მოვლენათა შორის იყო. ივნისში, NATO-ს მადრიდის ისტორიულ სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს. ისინი შეთანხმდნენ ახალ, მორგებულ მხარდაჭერაზე, რათა გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები და მედეგობა, საფრთხეებისა და მავნე ჩარევის წინააღმდეგ. წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, მთავრობასა და ოპოზიციაში, გამოიყენონ შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა, რათა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება განაახლონ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ. ახალ წელს იმედით ვხვდებით, ჩვენი ფიქრები ყველასთანაა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალდა. ამ ომმა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა და გავლენა მოახდინა ეკონომიკასა და ხალხზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისების გამო. დაე, ახალმა წელმა ეს ტანჯვა დაასრულოს და თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვება უზრუნველყოს. და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს მთავრობაში, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად, საქართველოს ხალხს სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისთვის, რომელიც თბილისში, ამ წლის დასაწყისში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გამოიჩინეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“.

ალექსანდრე ვინიკოვი: საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას NATO-სთან დაახლოებისთვის სჭირდება

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ვინიკოვის განცხადებით, NATO უზრუნველყოფს ღონისძიებებს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის, ასევე, მისი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რომ საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს. „ჩვენ ახლა კონცეტრირებულნი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ეს დოკუმენტი უელსის სამიტზე შეთანხმდა. გასულ წელს, მადრიდის სამიტზე კი, ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ე.წ. საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით. ახლა ჩვენ ამ პაკეტების იმპლემენტაციაზე ვართ ორიენტირებულნი. საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას NATO-სთან დაახლოებისთვის სჭირდება,“ - განუცხადა Europetime-ს NATO წარმომადგენელმა საქართველოში.  

NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს

NATO-მ მის მიერ მიღებულ სტრატეგიული კონცეფციას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად განიხილავს. შესაბამისი კომენტარი Europetime-თან ინტერვიუში გააკეთა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით? ვინიკოვმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ. ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება. NATO-მ ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად შეიქმნა ალიანსი (NATO), რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წესდების 51-ე მუხლით განსაზღვრული კოლექტიური თავდაცვის განხორციელებას. ხელის მოწერის დადასტურებით წევრი ქვეყნები მიისწრაფიან ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისკენ, აგრეთვე დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ხალხთა თავისუფალი განვითარებისკენ. დოკუმენტს ასევე ეწოდება „ვაშინგტონის ხელშეკრულებად“. ხელშეკრულების მიხედვით, NATO-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა გარეშე აგრესიისგან. ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების V მუხლით არის გათვალისწინებული.

ვინიკოვი: NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს

Europetime-თან აჯამებს 2023 წელს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი და ალიანსსა და საქართველოს შორის 2024 წლის მიზნებზეც საუბრობს. ალექსანდრე ვინიკოვი ხაზს უსვამს, რომ NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, საიმისოდ, რომ ქვეყანამ თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამასთან, NATO პირობას დებს, რომ მოკავშირეები საქართველოს დახმარებას განაგრძობენ იმ მიზნით, რომ ქვეყანამ მისი უსაფრთხოება და მედეგობა უფრო გააძლიეროს; საჭირო რეფორმების გატარების გზით მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაც „განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას NATO-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი.“ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი: 2023 წლის დასასრულს ვუახლოვდებით და სიამოვნებით მინდა, გავიხსენო ამ წლის NATO-საქართველოს ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. მოკავშირეები განაგრძობენ საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ გააძლიეროს მისი უსაფრთხოება და მედეგობა, განახორციელოს საკვანძო რეფორმები და საბოლოოდ, NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მიაღწიოს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული, აგრესიული ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის. ის, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მჭიდროა, თბილისში მაღალი დონის ვიზიტებით, მათ შორის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რამდენიმე ვიზიტითა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს მაღალი დონის ოფიციალური პირები ასევე არაერთხელ ეწვივნენ NATO-ს სათაო ოფის და ასევე დაესწრნენ NATO-ს წლევანდელ სამიტს ვილნიუსში. ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ შორის, გაძლიერებული SNGP-ის (NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი) მეშვეობით, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის დახმარების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ისტორიაში პირველად, საქართველოს სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - ”ზღვის მცველი” ჩაერთო. მომავალ წელს, ჩვენი გუნდი NATO-ს სამეკავშირეო ოფისში, ჩვენს ქართველ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში დაეხმაროს. ახალ წელთან ერთად მინდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მივულოცო. ჩვენი აზრით, ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა. მოვუწოდებ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენონ ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი, რათა NATO-სკენ მიმავალ გზაზე შემდგომ წინსვლას მიაღწიონ.“

ალექსანდრე ვინიკოვი: 2024 წელს ჩვენი გუნდი ქართველ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში დაეხმაროს

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი 2024 წლის მიზნებზე საუბრობს. NATO პირობას დებს, რომ მოკავშირეები საქართველოს დახმარებას განაგრძობენ იმ მიზნით, რომ ქვეყანამ მისი უსაფრთხოება და მედეგობა უფრო გააძლიეროს; საჭირო რეფორმების გატარების გზით მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაც „განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას NATO-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი.“ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი: 2023 წლის დასასრულს ვუახლოვდებით და სიამოვნებით მინდა, გავიხსენო ამ წლის NATO-საქართველოს ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. მოკავშირეები განაგრძობენ საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ გააძლიეროს მისი უსაფრთხოება და მედეგობა, განახორციელოს საკვანძო რეფორმები და საბოლოოდ, NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მიაღწიოს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული, აგრესიული ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის. ის, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მჭიდროა, თბილისში მაღალი დონის ვიზიტებით, მათ შორის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რამდენიმე ვიზიტითა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს მაღალი დონის ოფიციალური პირები ასევე არაერთხელ ეწვივნენ NATO-ს სათაო ოფის და ასევე დაესწრნენ NATO-ს წლევანდელ სამიტს ვილნიუსში. ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ შორის, გაძლიერებული SNGP-ის (NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი) მეშვეობით, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის დახმარების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ისტორიაში პირველად, საქართველოს სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - ”ზღვის მცველი” ჩაერთო. მომავალ წელს, ჩვენი გუნდი NATO-ს სამეკავშირეო ოფისში, ჩვენს ქართველ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში დაეხმაროს. ახალ წელთან ერთად მინდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მივულოცო. ჩვენი აზრით, ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა. მოვუწოდებ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენონ ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი, რათა NATO-სკენ მიმავალ გზაზე შემდგომ წინსვლას მიაღწიონ.“  

ვინიკოვი: ისტორიაში პირველად, საქართველო NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩაერთო

Europetime-თან აჯამებს 2023 წელს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი და აღნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - ”ზღვის მცველი” ჩაერთო. ამასთან, პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ შორის, გაძლიერებული SNGP-ის (NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი) მეშვეობით, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის დახმარების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ალექსანდრე ვინიკოვი ხაზს უსვამს, რომ NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, საიმისოდ, რომ ქვეყანამ თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამასთან, NATO პირობას დებს, რომ მოკავშირეები საქართველოს დახმარებას განაგრძობენ იმ მიზნით, რომ ქვეყანამ მისი უსაფრთხოება და მედეგობა უფრო გააძლიეროს; საჭირო რეფორმების გატარების გზით მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაც „განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას NATO-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი.“  

NATO-ს შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ - ალექსანდრე ვინიკოვი

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ვინიკოვის შეფასებით, პროპაგანდა ახალი ფენომენი არ არის. ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ცხადია, ციფრული კომუნიკაციის საშუალებების სწრაფად განვითარებასთან ერთად, პროპაგანდა უფრო მძლავრი ხდება, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავუმკლავდეთ მას. „NATO-ს ძირითადი მიდგომა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის არა კონტრპროპაგანდა, არამედ, პროპაგანდასთან ფაქტების მეშვეობით ბრძოლა. სწორედ ამას ვაკეთებთ ცენტრალურ დონეზე NATO-ს შტაბ-ბინის მეშვეობით, რომელიც დიდ ძალისხმევას ეწევა NATO-ს ვებგვერდის მეშვეობით, სადაც ალიანსის შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ. იგივეს ვაკეთებთ ადგილობრივ დონეზე საქართველოში, პირდაპირ ვერთვებით სამიზნე აუდიტორიებთან, ახალგაზრდებთან, რელიგიურ ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რეგიონებს, რადგანაც თბილისში ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თუმცა ზოგიერთი რეგიონში ეს დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იქ, სადაც უფრო მეტად რუსულენოვან საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობიან. ამრიგად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალისხმევა რეგიონებისკენ მივმართოთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მრავალ პარტნიორთან, როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებიდან, რათა ავამაღლოთ ცნობიერება NATO-ს შესახებ, NATO-საქართველოს თანამშრომლობის სარგებლის შესახებ, და ცხადია, ვებრძოლოთ ყალბ ნარატივებს, მათ შორის ანტიდასავლურ ნარატივებს, რაც პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენსავე ქვეყნებში. სწორედ ამიტომ არის ეს ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ასევე ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად,“ - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა civil.ge-სთან ინტერვიუში.~ მან ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ნებისმიერი პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით, ასევე არის პროგრესი NATO-ს საბოლოო წევრობისკენ. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი      

ვინიკოვი: ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს, რომ „ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ.“ამის შესახებ ვინიკოვმა განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიისას - „როგორ გავაძლიეროთ NATO-საქართველოს ურთიერთობები.“ მან ისაუბრა NATO-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე, მის ევოლუციაზე, მიმდინარე დინამიკაზე და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებით წარმოდგენილ შესაძლებლობებზე. „ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო გაივლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ავტომატურად იქნება პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომ, NATO-ს პერსპექტივიდანაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სრულად გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა, განახორციელოს ევროკავშირის ცხრა ნაბიჯი და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, ერთად იმუშაონ უმაღლესი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა ვინიკოვმა. ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი  

ვინიკოვი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე: არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის. „ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რაც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის შემოღების მცდელობას, რადგან ის ნამდვილად ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ის, რისი გაკეთებისკენაც მან ჩვენს ქართველ მეგობრებს მოუწოდა. მიგვაჩნია, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის,“ - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა IPN-ის ცნობით. ვინიკოვის თქმით, მან ასევე მოისმინა ის განცხადებებიც, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გააკეთეს. „რისი თქმაც შემიძლია NATO-ს მხრიდან, არის, რომ ის არ შეესაბამება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ჩვენ გვსურს, რათა ქვეყანამ NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნები დააკმაყოფილოს,“ - აღნიშნა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით